ზურაბიშვილის იანუგურაცია

გიორგი მარგველაშვილი სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ მან კავკასიის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას ისაუბრა. 

"რა თქმა უნდა, პროტოკოლებს შორის ყველაფერი გარკვეულია და ინაუგურაციაზე მივდივარ. ახლადარჩეული პრეზიდენტი მოვიპატიჟე პრეზიდენტის სასახლეში უფლებამოსილების გადაბარების ფარგლებში. ამ ცივილიზებულ პროცესს, რაც უფლებამოსილების გადაბარებას ეხება, იმედია წარმატებულად დავასრულებთ 16 დეკემბერს."- თქვა გიორგი მარგველაშვილმა. 

არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის იანუგურაცია 16 დეკმებერს თელავში გაიმართება. 

კომენტარები