ჟენევის მოლაპარაკებები

МИД: აშშ-ის მხრიდან საქართველოს NATO-ში გაწევრიანების მხარდამჭერი განცხადებები პროვოკაციაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო
РИА

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოსა, და NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის, განცხადებებს საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მხარდაჭერასთან დაკავშირებით "პროვოკაციულს" უწოდებს. 

ამის შესახებ რუსეთის საგარეო უწყებამ ჟენევის მოლაპარაკებების მომდევნო რაუნდის შემდეგ განაცხადა, სადაც რუსულ დელეგაციას მინისტრი კარასინი წარმოადგენდა. 

ამასთან, რუსეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, რომ "ამერიკის შეერთებული შტატებისა და NATO-ს საომარი აქტივობები საქართველოში ამიერკავკასიის რეგიონის უსაფრთხოებისთვის მთავარი გამოწვევაა". 

ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ნატო-სა და აშშ-ის მხრიდან ბოლოს გაკეთებულმა მსგავსმა განცხადებებმა თბილისი 2008 წლის აგვისტოს ომამდე მიიყვანა. 

ოფიციალურმა მოსკოვმა, ასევე, ოკუპირებული აფხაზეთისა და ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო, მარიონეტმა წარმომადგენლებმა ქართულ მხარეს მოუწოდეს შეეწყვიტათ "სხვისი ინტერესების გატარება" და დაელაგებინათ ურთიერთობები მეზობლებთან. 

ჟენევის ფორმატის ფარგლებში მხარეებმა ასევე საქართველოსა და ოკუპირებულ მხარეებს შორის არსებულ ე.წ საზღვარზე ილაპარაკეს. რუსეთის წარმომადგენელმა, ასევე ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ ოსეთის მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებმა, ე.წ საზღვარზე არსებულ სიტუაციას "სტაბილური" უწოდეს, რასაც ქართული მხარე არ დაეთანხმა. 

კომენტარები