სუმო

2019 წლიდან, ტოჩინოშინს სუმოს ასოციაციისგან ხელფასი გაეზრდება

იაპონიის სუმოს ასოციაციის გადაწყვეტილებით, 2019 წლის იანვრიდან სპორტის ამ სახეობის პროფესიონალ წარმომადგენლებს ხელფასები გაეზრდებათ, რაც ბოლო 18 წელია არ მომხდარა. მებრძოლები ანაზღაურებას თავიანთი რანგების მიხედვით მიიღებენ, რასაც სპონსორების მიერ დაწესებული დამატებითი პრემიებიც დაემატება.

2019 წლიდან, დიდი ჩემპიონი (იოკოძუნა) თვეში 3 მილიონ იენს მიიღებს, ჩემპიონი (ოძეკი) - 2.5 მილიონს. სეკივაკე და კომუსუბი თვეში 1.8 მილიონს. რიგითი მაეგაშირები 1.4 მილიონ იენს მიიღებენ, ხოლო ჯურიოს დივიზიონის სუმოისტები - 1.2 მილიონს. 

ქართველი მებრძოლი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ოძეკის რანგში ჭიდაობს მისი ხელფასი 2.5 მილიონი იენი იქნება (დაახლოებით 58.5 ათასი ლარი თვეში). 

სუმოში ახლა ზამთრის საგამოფენო ბრძოლები მიმდინარეობს. წლის პირველი ბაშო იანვარში ტოკიოში გაიმართება. 

კომენტარები