კალიფორნია

აფეთქების საფრთხის გამო Facebook-ის კალიფორნიის ოფისში ევაკუაცია გამოცხადდა

აფეთქების საფრთხის გამო Facebook-ის კალიფორნიის ოფისში, ქალაქ მელნო-პარკში თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა.

CNN-ის ინფორმაციით, შენობაში ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ ნიუ-იორკის პოლიციაში ანონიმური ზარი შევიდა. სამართალდამცველებმა მელნო-პარკელ კოლეგებს შეატყობინეს. 

ამ დროისთვის ადგილზე გამნაღმველები მუშაობენ და შენობაში ბომბს ეძებენ. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

კომენტარები