გიორგი მარგველაშვილი

ზაქარეიშვილი: მარგველაშვილმა პრიმიტიულ რაღაცებში დაიწყო ჩხირკედელაობა, ბევრი შანსი გაუშვა

მარგველაშვილმა ბევრი შანსი გაუშვა ხელიდან, მოინდომა იმაზე მეტი, ვიდრე შეეძლო გაეკეთებინა და თავიდანვე კონფრონტაციული კონტექსტი აიღო, რაც მიმაჩნია, რომ ქვეყანას არ გამოადგა საბოლოო ჯამში. მესმის, მისი გააზრება რატომ არ გამოვიდა რეზიდენციიდან, მაგრამ როცა ასე პრინციპულად დაისვა საკითხი, ის უნდა წასულიყო დათმობაზე, რათა ინსტიტუცია გადაერჩინა. ისეთ შედარებით პრიმიტიულ რაღაცებში დაიწყო ჩხირკედელაობა, რომ სხვა რაღაცების გაკეთების საშუალება აღარ მიეცა

ამის შესახებ გადაცემაში "360 გრადუსი" შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ყოფილმა სახელმწიფო მინისტრმა, ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა თქვა.

კომენტარები