სტრასბურგი

სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა

სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლისას, ბოლო მონაცემებით დაიღუპა 3 და დაიჭრა 12 ადამიანი. ქვეყნის შს მინისტრის თქმით, დაშავებულებიდან ექვსის მდგომარეობა კრიტიკულია. 

კრისტოფ კასტანერის თქმით, თავდასხმის შემდეგ საფრანგეთში ანტიტერორისტული ღონისძიებები გაძლიერდა. 

29 წლის თავდამსხმელს, რომლის ვინაობაც პოლიციამ იცის, ამ დრომდე ეძებენ. ცნობილი გახდა, რომ სამართალდამცველებმა თავდამსხმელის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში იცოდნენ. 

სამძებრო ოპერაციაში მონაწილეობას 400-მდე სამართალდამცველი იღებს. ოპერაციაში ჩართულია ორი ვერტმფრენი.

სტრასბურგში საშობაო ბაზრობასთან სროლა გუშინ, ადგილობრივი დროით 19:50 საათზე მოხდა. უსაფრთხოების მიზნით, დროებით დაიხურა შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე დაწესებულებები, მათ შორის ევროპარლამენტის შენობაც. მოსახლეობის ევაკუაციაც მოხდა. 

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ყველა პირს რომელსაც ესაჭიროება დახმარება შეუძლია, დაუკავშირდეს მუდმივ წარმომადგენლობას შემდეგ ნომერზე +33611543460 

კომენტარები