ხვალ, 12 დეკემბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებულ სამუშაოებს ასახელებს.
ვაკის რაიონი
11 საათიდან 16 საათამდე დროის შუალედში 1 საათით შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, კავსაძის, ირაკლი აბაშიძის და რადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის და დავით სარაჯიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონი
10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და დავით ბაქრაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს (ნაწილობრივ), მირცხულავას და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთელის გამზირის, არჩილ კერესელიძის, ალექსი გოგოლაურის, აგლაძის და დიდუბის ქუჩების მაცხოვრებლებს.
ისნის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ხახანაშვილის, ვაჟა ივერიელის და წინანდლის ქუჩების მაცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და ვასო აბაშიძის ქუჩის მაცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, დოლიძის და ბოლქვაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის და პეტრე იბერის ქუჩის მაცხოვრებლებს.
11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პლატო ნუცუბიძის IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მაცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონი
11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, საბატონოს და წითლანაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





