ამერიკელმა პოპ ვარსკვლავმა ბიონსემ, ინდოეთში, ადგილობრივი მილიარდელების ქორწილში იმღერა.
ინდოეთის ყველაზე ძვირადღირებულ და გლამურულ ქორწილს, აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონიც ესწრებოდა.
ფოტო: REUTERS
ბიონსემ საკუთარ Instagram გვერდზე ქორწილის ფოტოები და პერფომანსის ვიდეოც გამოაქვეყნა.
საჯაროდ უცნობია, თუ რამდენი გადაუხადა ინდოეთის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ოჯახმა ამერიკელ მომღერალს.