Beyonce

კორონავირუსი: ბიონსემ 6 მილიონი დოლარი გაიღო

CNN

მომღერალმა Beyoncé საქველმოქმედო ორგანიზაციებში, რომლებიც ახალი კორონავირუსის პანდემიით დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარებიან, 6 მილიონი დოლარი გადარიცხა.

თანხის მნიშვნელოვანი ნაწილი კორონავირუსთან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს მოხმარდება. ფულად დახმარებას შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩენილი მოსახლეობა და ასაკოვანი ადამიანებიც მიიღებენ. 

ახლო წარსულში ბიონსეს ქმარმა ჰიპ-ჰოპ არტისტმა Jay-Z, მომღერალმა რიანამ და Twitter-ის დამფუძნებელმა ჯეკ დორსიმ ერთიანი ძალებით 6.2 მილიონი დოლარი გაიღეს.

ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე საქველმოქმედო საქმიანობაში არაერთი ცნობილი ამერიკელი, მათ შორის არნოლდ შვარცენეგერი, ლეონარდო დიკაპრიო, გვინეტ პელტროუ არის ჩართული.   

კომენტარები