პარიზი - თბილისი

31 მარტიდან პარიზი - თბილისის მიმართულებით რეისების შესრულებას Air France იწყებს

airfrance.com

2019 წლის 31 მარტიდან პარიზიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას საფრანგეთის სახელმწიფო ავიაკომპანია Air France იწყებს.

პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით რეისები კვირაში ორჯერ - ოთხშაბათსა და კვირას შესრულდება. თვითმფრინავი პარიზის დროით 13:25-ზე გამოფრინდება და თბილისში 20:10 საათზე იქნება. ხოლო თბილისიდან რეისი შესრულდება 9:00-ზე და პარიზში იქაური დროით 12:10-ზე ჩავა. მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათი და 45 წუთია.

Air France ევროპის ერთ-ერთი უძველესი ავიაკომპანიაა, რომელიც 1933 წელს დაარსდა. 2004 წელს, ნიდერლანდების KLM-ის ავიახაზებთან გაერთიანების შემდეგ, Air France-KLM ევროპის მე-4 უდიდეს ავიაკომპანიად იქცა. ავიახაზებს ყოველწლიურად 77 მილიონზე მეტი მგზავრი 243 მიმართულებით, 103 ქვეყანაში გადაჰყავს.

კომენტარები