ეროვნული ბანკი

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე კიდევ 10 მილიონი აშშ დოლარი იყიდა

2018 წლის 10 დეკემბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.6678 შეადგინა.

ეს 2018 წლის რიგით მეთორმეტე სავალუტო ინტერვენციაა. ჯამში 2018 წელს ეროვნულმა ბანკმა ბაზრიდან $130 მილიონი შეისყიდა.

ლარს ორ თვეზე მეტია, გაუფასურების ტენდენცია აქვს. ამ დროის მანძილზე ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია, პირიქით, სებ-მა 9 და 16 ნოემბერს 10-10 მლნ დოლარი შეისყიდა. 

კომენტარები