მე ეს კონტექსტი არ ვიცი, რაზეც თქვენ საუბრობთ, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ თორნიკე რიჟვაძე მსგავს შინაარსობრივ განცხადებას არასდროს გააკეთებდა. ის არის ძალიან პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი და დამერწმუნეთ, ის 24 საათი მუშაობს თავისი კუთხისთვის. მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე თვეა, რაც ის თანამდებობაზეა, მან ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები მოუტანა აჭარას და ბათუმს. რაც შეეხება ამ კონტექსტს, მე ვფიქრობ, რომ არასწორი ინტერპრეტაციის შედეგია, თქვენგან გავიგე პირველად, სიმართლე გითხრათ
აჭარის მთავრობა
პრემიერი: დარწმუნებული ვარ, თორნიკე რიჟვაძე მსგავსი შინაარსის განცხადებას არ გააკეთებდა
tbl.ge/3c2x
დაკოპირდა

პრემიერ მამუკა ბახტაძეს არ სჯერა, რომ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ოპოზიციის წევრს პირადი შურისძიებით დაემუქრა. რიჟვაძე გაერთიანებული ოპოზიციის წევრის განცხადებებს გამოეხმაურა და დაიმუქრა, რომ პირადად იძიებს შურს ყველა ადამიანზე, რომელიც "აჭარელი ხალხის ღირსების შეურაცხყოფას გაბედავს".
ამავე თემაზე
- გახარია საქართველოსთვის: ყაველაშვილის მიერ პატარაძის წარდგენა არღვევს კონსტიტუციას
- "აჭარელი გახლავთ" - ყაველაშვილმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ ზურაბ პატარაძე წარადგინა
- "ვრჩები ქართული ოცნების ერთგულ ჯარისკაცად" – თორნიკე რიჟვაძე გადადგა
- აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ პოსტი დატოვა
- აჭარის მთავრობამ 2 წლით ადრე გაკეთებული გზის თავიდან გაკეთებაზე 2 მილიონი დახარჯა




