NASA-ს კოსმოსურმა ხომალდმა InSight, რომელიც ათი დღის წინ მარსზე დაეშვა, ქარის ხმა ჩაიწერა.
Insight-ის ჩანაწერი პირველი ბგერებია მარსიდან, რომლებიც ადამიანის ყურმა აღიქვა. რობოტი არ იყო აღჭურვილი მიკროფონით, ბგერები წნევის სენსორებმა და სეისმომეტრებმა დააფიქსირეს. NASA-მ პარასკევს გამოაქვეყნა ნედლი აუდიჩანაწერი და ასევე მეორე ვერსია, რომელიც ორი ოქტავითაა ამაღლებული.
"ბგერების ჩაწერა არ იყო დაგეგმილი, თუმცა ჩვენი მისიის ერთ-ერთი მიზანი მარსზე მოძრაობის გაზომვაა, რაც ბუნებრივად გულისხმობს ბგერის ტალღების მიერ გამოწვეულ მოძრაობასაც."- ამბობს მისიის მკვლევარი ბრიუს ბანერდტი.
ქარის სიჩქარე დაახლოებით 16-24 კილომეტრი საათშია,