ნარკოტიკული საშუალებები

თხმ: გამოვლინდა ინტოქსიკაციის შემთხვევები, თავი შეიკავეთ ყველა ნარკოტიკისგან

თეთრი ხმაურის მოძრაობა

ნარკოპოლიტიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია "თეთრი ხმაურის მოძრაობა" Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ნარკომომხმარებლებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ნებისმიერი ნარკოტიკული სუბსტანციის მიღებისგან. 

ორგანიზაციის განცხადებით, დღეს რამდენიმე მოქალაქის ინტოქსიკაციის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, რაც მათივე თქმით, შესაძლოა სინთეზური ოპიოიდით, ფენტანილით იყოს გამოწვეული. 

"მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას. აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს, როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდგომარეობა,"- წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ამასთან, "თეთრი ხმაურის მოძრაობა" აცხადებს, რომ ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც მათი თქმით, ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა. 

"მოგიწოდებთ ყველა ადამიანს, ვინც მოიხმართ ნარკოტიკულ საშუალებებს, შეწყვიტოთ და ნებისმიერ ფასად თავი შეიკავოთ ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან,"- წერია განცხადებაში. 

კომენტარები