ნარკოტიკული საშუალებები

მოსაწევი სპაისების ახალი სახეობების გამოყენება კანონით აიკრძალება

theguardian.com

ე.წ. მოსაწევი სპაისების ახალი სახეობები – JWH-081, JWH-122 და JWH-250, აკრძალულ ნარკოტიკულ საშუალებათა სიაში შევა, ამის შესახებ პროექტის ინიციატორმა დეპუტატმა თამაზ ავდალიანმა განაცხადა.

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საკანონმდებლო ინიციატივა დეპუტატმა თამაზ ავდალიანმა მოამზადა, რომელიც სპაისების ამკრძალავი წინა საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი და ინიციატორია.

"პარლამენტის მიერ მიღებული კანონით აკრძალულ ნარკოტიკთა სიაში სპაისების ექვსი სახეობა შევიდა. ახლა ამ სიას სხვა სახეობებიც ემატა, რადგან კანონით აკრძალულ სპაისებს აღნიშნული სახეობები ჩაენაცვლა", - განაცხადა თამაზ ავდალიანმა. 

კომენტარები