დიდი ბრიტანეთის სოფელ გლუცესტერშაიერის მაცხოვრებლები უჩვეულო მოვლენას შეესწრნენ - ცაზე სამი ცისარტყელა ერთდროულად გამოისახა.
BBC-ის სინოპტიკოსმა, ამ სანახაობას სასწაული უწოდა და დაამატა, რომ მას მსგავსი რამ არასდროს ჰქონდა ნანახი.
"ბოლო 250 წლის მანძილზე ერთრდოულად სამი ცისარტყელის გამოჩენის მხოლოდ ხუთი შემთხვევა ფიქსირდება", - აცხადებს საერთაშორისო სამეცნიერო დაწესებულება "Optical Society".