იტალია

იტალიის პოლიციამ სიცილიური მაფიის ბოსი და 45 წევრი დააკავა

AP

იტალიის პოლიციამ სიცილიური მაფიის ბოსი და კიდევ 45 წევრი დააკავა.

80 წლის სეტიმო მინეო, რომელიც წარსულში იუველირი იყო, "კოზა ნოსტრას" ლიდერად სავარაუდოდ 29 მაისს აირჩიეს. ის წარსულშიც იყო ნასამართლევი და მაფიასთან კადავშირებული საქმიანობის გამო 5-წლიანი სასჯელიც მოიხადა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსგავსი შეკრება ბოლო 25 წლის მანძილზე პირველად ჩატარდა.

გამომძიებლების თქმით ეს იმის ნიშანი იყო, რომ სიცილიური მაფია ძალების ხელახლა მოკრებას აპირებდა.

"იტალიაში ასეთი ნაძირლების ადგილი აღარ არის." დაწერა იტალიის ერთ-ერთი მმართველი პარტიის, "5 ვარსკვლავის მოძრაობის" ლიდერმა და ეკონომიკის მინისტრმა, ლუიჯი დი მაიომ საკუთარ Instagram-ზე.

"პალერმოს პროვინციაში ამ არაჩვეულებრივი ოპერაციის შედეგად პოლიციამ კოზა ნოსტრას ახალი გუმბათი ჩამოშალა." დაწერა შინაგან საქმეთა მინისტრმა მატეო სალვინიმ Twitter-ზე.

კომენტარები