თაკო ჩარკვიანზე თავდასხმა

თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმისთვის დაკავებულს 3000 ლარიანი გირაო შეუფარდეს

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ დავით გორგოძეს, აღკვეთი ღონისძიების სახით 3000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

მას გირაოს გადასახდელად 25 დღიანი ვადა აქვს და პატიმრობიდან გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. წინასასამართლო სხდომა 17 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა.

რამდენიმე დღის წინ თაკო ჩარკვიანმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ქუთაისის აეროპორტში თავს დაესხნენ. ჩარკვიანი მომხდარს პოლიტიკური მოტივით ხსნიდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თაკო ჩარკვიანსა და მის ქმარზე თავდასხმის ფაქტზე 1 პირი ძალადობის ბრალდებით სისხლის სამართლის წესით, ხოლო 3 პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

"პოლიციამ აეროპორტში განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღეს, რის შედეგადაც ოპერატიულად მოხდა ოთხივე თავდამსხმელის იდენტიფიცირება და დაკავება." - ამბობდნენ შსს-ში.

კომენტარები