გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 დეკემბერს დასავლეთ საქართველოში დროგამოშვებით ღრუბლიანობა მოიმატებს, უმეტესად უნალექოდ. დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი 10-15მ/წმ.
ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +3, +8°, დღისით +13, +18°, მთაში ღამით -1, +4°, დღისით +9, +14°; მაღალმთაში ღამით -6, -1°, დღისით +3, +8° იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში ასევე დროგამოშვებით მოიმატებს ღრუბლიანობა, უმეტესად უნალექოდ. მოსალოდნელია აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა იქნება ბარში ღამით 0, +5°,ზოგან -3°-მდე, დღისით +8, +13°; მთაში ღამით -4, +1°, დღისით +7, +12°; მაღალმთაში ღამით -7,-2°, დღისით 0, +5°,ზოგან +9°-მდე.
თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. იქროლებს სუსტი ქარი. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +3°, დღისით +12°.





