ხორავას ქუჩის საქმე

სარალიძე: მხოლოდ ერთს გთხოვთ ხალხო, სამართალმა უნდა იზეიმოს, დაგვიდექით გვერდით

დღეს ჩემთვის, ჩემს შვილთან ერთად, ჩემს მოკლულ შვილთან ერთად მოკვდა ის საქართველოს ნაწილი, რომელმაც ტალახი გვესროლა ჩვენ და რომლებიც დღემდე იცავენ ჩვენი შვილების მკვლელებს. მხოლოდ ერთს გთხოვთ ხალხო, სამართალმა უნდა იზეიმოს, რათა არ იყოს ხვალ შემდეგი, დაგვიდექით გვერდით და მოვსპოთ ეს მკვლელები. ჩემი მტრის მტერი ჩემი მეგობარია, მე იმედი მაქვს, რომ საქართველოში ჭეშმარიტება იზეიმებს, დიდი მადლობა ყველას

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა ზაზა სარალიძე გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე სიტყვით გამოვიდა. დღეს დათო სარალიძის წლისთავია - ხორავას ქუჩაზე 1 დეკემბერს დაჭრილი მეთერთმეტეკლასელი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა.

კომენტარები