არჩევნები 2018

ჯაფარიძე: ოპოზიცია რომელიც იძახის  ქუჩაში გავიდეთო, იგივეს აკეთებდა ხელისუფლებაში ყოფნისას

მე ვნახე რამდენიმე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის განცხადებები, ვნახე რომ ისინი საუბრობენ დარღვევებზე, თუმცა ვერ ვნახე საუბარი იმაზე, რომ ამან რაიმე გავლენა მოახდინა არჩევნების საბოლოო შედეგებზე. ჩემი აზრით, ამ არჩევნების მთავარი პრობლემა იყო, არა ის რაღაც დარღვევები არჩევნების დღეს, არამედ, ის ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება მასიური, რომელიც მოხდა, მაგრამ ეს ასე ხდება ყველა არჩევნებზე, ახე ხდებოდა წინა არჩევნებზე, წინა ხელისუფლების დროს და იმის წინა ხელისუფლების დროსაც. ეს არის მთავარი პრობლემა ამ ქვეყანაში და არ გადაჭრა არცერთმა ხელისუფლებამ. მათ შორის ის ოპოზიციური ძალა, რომელიც იძახის  ქუჩაში გავიდეთო, ზუსტად იგივეს აკეთებდა, როცა ხელისუფლებაში იყო. ამიტომ, არ მგონია რომ მაინცდამაინც გულწრფელები იყვნენ. ჩემი პოზიციაა, რომ არ შევუერთდებით ამ აქციებს.

გირჩის ლიდერი ზურა ჯაფარიძე ამბობს, რომ გირჩი ძალა ერთობაშიას აქციებს არ შეუერთდება, ტელეკომპანია პირველის ეთერში გადაცემაში რეაქცია.

კომენტარები