არჩევნები 2018

ძალა ერთობაშია კვირას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით აქციას გამართავს

რუსთავი 2

"ძალა ერთობაშია" კვირას აქციას გამართავს. როგორც გრიგოლ ვაშაძემ თქვა, ეს იქნება მშვიდობიანი მანიფესტაცია. 

გრიგოლ ვაშაძის თქმით, ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს.

მისივე თქმით, მოთხოვნაა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს სრულად პროპორციული ან პროპორციულ-რეგიონალური პრინციპით. 

ვაშაძე ასევე ამბობს, რომ საარჩევნო კომისიები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და უცხოელი ექსპერტებით უნდა დაკომპლექტდეს. .

კომენტარები