არჩევნები 2018

ბიბილოვი: ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოს პრეზიდენტი ვინ გახდება

ანატოლი ბიბილოვი

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება საქართველოს პრეზიდენტი, რადგან თბილისის პოლიტიკა არ შეიცვლება.

"ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე არჩევნებს, თუმცა გვესმის, რომ ეს გავლენას არ მოახდენს საქართველოსა და სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებზე. არცერთ კანდიდატს არ აქვს სურვილი სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობები დაალაგოს ან ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს მოაწეროს ხელი. არ ველოდებით, რომ ახალი პრეზიდენტი ჩვენს დამოუკიდებლობას აღიარებს. მან შესაძლოა ახალი განცხადებები გააკეთოს, თუმცა საერთო ჯამში თბილისის პოლიტიკა უცვლელი იქნება",- ამბობს ბიბილოვი

ბიბილოვის თქმით, ისინი რუსეთის მხარდაჭერასა და თავანთ ძალებში დარწუნებულები არიან. 

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმების 100% უკვე დათვალა. ქართველი ამომრჩევლის 59.52%-მა ქვეყნის მეხუთე პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილი აირჩია.

კომენტარები