არჩევნები 2018

ბოკერია: ჩვენ არ მოვუწოდებთ ჯარს ან სამართალდამცავ ორგანოებს დაუმორჩილებლობისკენ

უმძიმესი დარტყმა მიაყენა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ჩვენი ქვეყნის მომავალს. ეს კიდევ უფრო ზრდის ჩვენს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ შევიმუშაოთ სტრატეგია როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან. ჩვენს სტრატეგიაში არცერთ შემთხვევაში არ იქნება მოწოდებები ჯარის ან სამართალდამცავი ორგანოების მიმართ, დაუმორჩილებლობის თაობაზე, ან რაიმე იმ ტიპის ნაბიჯი, რომელიც საქართველოს სტაბილურობას შეუქმნის საფრთხეს. მთავარი საფრთხე სტაბილურობის, დემოკრატიის, საქართველოს უსაფრთხოების, არის დღევანდელი ხელისუფლება და ივანიშვილის რეჟიმი და ეს დასტურდება იმ უმძიმესი შეფასებებიდანაც, რაც მოვისმინეთ საერთაშორისო დამკვირვებლებისგან ამ არჩევნების შესახებ.

ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია პარტიის სამომავლო გეგმების შესახებ.

კომენტარები