არჩევნები 2018

ბაქრაძე: ჩვენი პარტიის სამოქმედო გეგმაში არ იქნება ადგილი არეულობის და დესტაბილიზაციისთვის

დავით ბაქრაძე
ტაბულა

"ჩვენი პარტიის სამოქმედო სტრატეგიაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის" - ამის შესახებ განცხადება, ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ გააკეთა. ბაქრაძის თქმით, ხვალ გაიმართება პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა და ევროპული საქართველო ჩამოყალიბდება თუ როგორია საბოლოო შეფასება არჩევნებთან დაავშირებით და რა გზას აირჩევს პარტია სამომავლოდ სამუშაოდ.

"პარტიის სამოქმედო სტრატეგიაში არავითარ შემთხვევაში არ იქნება ადგილი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციისთვის და არ იქნება ისეთი ტიპის მოქმედებები, რომელიც გამოიწვევს სამართალდამცავი სისტემის პოლიციის ან ჯარის დაუმორჩილებლობას და მათ ჩართულობას პოლიტიკურ პროცესში." - ამბობს ბაქრაძე.

დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ევროპული საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სტაბილურობა და სიმშვიდე. "ამას საფრთხეს უქმნის პირველ რიგში ივანიშვილის ხელისუფლება და ის მეთოდები რითაც გუშინ მან არჩევნები ჩაატარა." - ამბობს ბაქრაძე.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Edison Research-ის ეგზიტპოლის გამოქვეყნების შემდეგ მოქალაქეებს რუსთავი 2-ის ეთერით მიმართა და მასობრივი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა. "მე მოვუწოდებ საქართველოს პოლიციას, დადგეს ხალხის მხარეს, მე მოვუწოდებ შეიარაღებულ ჯარებს, არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები, მე მოვუწოდებ საჯარო სამსახურის ჯანსაღ ნაწილს, გაემიჯნოს კრიმინალურ მაფიოზურ ბანდას, რომელიც დაეპატრონა საქართველოს." - თქვა სააკაშვილმა.

კომენტარები