არჩევნები 2018

მაღრაძე: 40% ძალიან დიდია ენმ-სთვის, ყველაზე მეტად ეს მაკვირვებს და მაღელვებს

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერზე არ ვამბობ, მაგრამ აქაურ ფრთას, რომელიც საქართველოშია, საკმაოდ გონივრული დამოკიდებულება აქვს საკუთარი შესაძლებლობების მიმართ და იციან, რომ არ არის ის მხარდაჭერა ხალხში, რომ შეძლონ დიდი და ორგანიზებული გამოსვლები. დარწმუნებული ვარ, დღევანდელ შეკრებაზეც ამაზე იქნება ლაპარაკი. იტყვიან, რომ იყო დარღვევები, მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს და ასე შემდეგ, მაგრამ ნამდვილად გაემიჯნებიან სააკაშვილის მოწოდებას არეულობასა და ქუჩაში გამოსვლაზე. ჩემი აზრით, მათ საკმაოდ აწყობთ სიტუაცია, რაც არის. 40 პროცენტი ძალიან დიდია "ნაციონალური მოძრაობისთვის". მე ყველაზე მეტად ეს მაკვირვებს და მაღელვებს

საპარლამენტო უმრავლესობის წერვი გუგული მაღრაძე. საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მხარდამჭერებს საყოველთაო დაუმორჩილებლობისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც ეგზიტპოლის შედეგები გახდა ცნობილი. თუმცა, "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ სააკაშვილის მოწოდებაზე თქვა, რომ ეს ერთი ადამიანის პირადი აზრია. მან ამომრჩევლებს დღეს, 18:00 საათზე ფილარმონიაში შეკრებისკენ მოუწოდა.

კომენტარები