არჩევნები 2018

​ვაშაძე: გუშინ ვნახეთ "ქართული ოცნება", რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს

უმძიმესი არჩევნები იყო, ამას შეიძლება არც დაერქვას არჩევნები. მაგრამ დიდი მადლობა იმ ადამიანებს, ვინც მოვიდა არჩევნებზე და ამ ტოტალური მოსყიდვის, ძალადობის, დაშინების მიუხედავად, ადამიანების ასეთი რაოდენობა მოვიდა და გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს დაუჭირა მხარი.​ დიდი მადლობა ხალხო, ძალიან მაგრები ხართ. დიდი მადლობა იმ შეუპოვარი ბრძოლისთვის, რომელიც ჩვენ ვაჩვენეთ გუშინდელ დღეს.

ახლა რაც შეეხება აბსოლუტურ რეალობას, შევაფასოთ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე კომპონენტისგან შემდგარი ძალადობა "ქართული ოცნების" მხრიდან. ეს იყო მასობრივი მოსყიდვა ადამიანების, ფულით, ტყუილით და უამრავი რამით. მეორე, ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებაც კი არ შეიძლება დავარქვათ ამას, პირდაპირ საარჩევნო უბნებზე გამგებლები და მერები. მესამე, ამომრჩევლის ნების გამოხატვაზე პირდაპირი ძალადობა, როდესაც ადამიანებს აიძულებდნენ ეჩვენებინათ ვინ შემოხაზე და ვის დაუჭირეს მხარი. მეოთხე, ეს არის გაყალბება, როგორც პირადობის მოწმობების, ასევე ე.წ. კარუსელების ტრიალი და მეხუთე, ალბათ ყველაზე საგანგაშო, ჩვენ გუშინ ვნახეთ "ქართული ოცნება", რომელიც ბოლომდე შეეკრა კრიმინალურ სამყაროს

ამბობს "ძალა ერთობაშიას" პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე.

კომენტარები