არჩევნები 2018

დათვლილია 99,7%, თბილისის ათივე რაიონში სალომე ზურაბიშვილი იგებს

სალომე ზურაბიშვილი - გრიგოლ ვაშაძე

ამ დროისათვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, დათვლილია ხმათა 99,7%.

აქედან 59,56% ხელისუფლების მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა მიიღო, ხოლო 40,44% ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ.

წინასწარი მონაცემებით, თბილისის ათივე რაიონში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

მთაწმინდაზე მან ხმათა 64% მიიღო, ვაკეში 66%, საბურთალოზე 66%, კრწანისში 60%, ისანში 57%, სამგორში 56%, ჩუღურეთში 63%, დიდუბეში 65%, ნაძალადევში 62%, ხოლო გლდანში 57%.

გრიგოლ ვაშაძე ამ დროისათვის მხოლოდ სამ ოლქში იგებს. მან თელავში ხმათა 51%, რუსთავში 52%, ხოლო საზღვარგარეთ გახსნილ უბნებზე ჯამში 64% მიიღო.

კომენტარები