არჩევნები 2018

ავღანეთში გახსნილ უბნებზე გრიგოლ ვაშაძემ მოიგო​

​ავღანეთში გახსნილ ორივე საარჩევნო უბანზე ოპოზიციურმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ მოიგო.

ცესკო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ოქმების მიხედვით, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გახსნილ N1 საარჩევნო უბანზე 752 ამომრჩევლიდან ხმა 750-მა მისცა, აქედან 366-მა გრიგოლ ვაშაძეს, ხოლო 316-მა სალომე ზურაბიშვილს. ბათილად ჩაითვალა 68 ბიულეტენი.

რაც შეეხება მაზარი-შარიფს, ბაზა მარმალზე რეგისტრირებული 144 ამომრჩევლიდან არჩევნებზე 143 ადამიანი მივიდა. აქედან, 86-მა ხმა გრიგოლ ვაშაძეს მისცა, 46-მა კი სალომე ზურაბიშვილს. ბათილად ჩაითვალა 11 ბიულეტენი.

საერთო ჯამში, "ქართული ოცნების" მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა 316 ხმა მიიღო, ხოლო ოპოზიციურუმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ - 452 ხმა.

აღსანიშნავია, რომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ავღანეთში გახსნილ უბნებზე სალომე ზურაბიშვილმა მოიგო.

კომენტარები