არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ძალიან მაღალი აქტიურობა, რაც დღეს დაფიქსირდა, ნიშნავს ძალიან მაღალ დემოკრატიას

მადლობას ვუხდი ყველას, ვინც მოვიდა არჩევნებზე, რამეთუ ეს არის დემოკრატია და ძალიან მაღალი აქტიურობა, რაც დღეს დაფიქსირდა, ნიშნავს ძალიან მაღალ დემოკრატიას.

რა თქმა უნდა, დაველოდებით საბოლოო შედეგებს, რათა საბოლოოდ დადასტურდეს ქართველი ხალხის პრინციპული არჩევანი.

ქართული ოცნების მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ეგზიტპოლების გამოქვეყნების შემდეგ. ორივე ეგზიტპოლის მიხედვით, არჩევნებში ის იმარჯვებს. ამასთან, ცესკოს ინფორმაციით, პირველ ტურთან შედარებით, აქტივობა თითქმის 10%-ით მეტი იყო.

კომენტარები