არჩევნები 2018

დეპუტატ შოთა ხაბარელს ცესკომ დამკვირვებლის აკრედიტაცია გაუუქმა

შოთა ხაბარელი
ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დეპუტატ შოთა ხაბარელს, რომელიც საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა, აკრედიტაცია გაუუქმდა.

"​ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატი, შოთა ხაბარელი საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა. იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნული წარმოადგენდა კანონმდებლობის დარღვევას, მას გაუუქმდა აკრედიტაცია", - თქვა ანა მიქელაძემ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ქართული ოცნების დეპუტატი შოთა ხაბარელი სამგორის #86 უბანზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.

"ხაბარელს არასამთავრობო ორგანიზაცია ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის დამკვირვებლის სტატუსი აქვს. აღნიშნული წარმოადგენს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევას. საარჩევნო კოდექსის თანახმად, დამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს საჯარო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი. საია მიმართავს ცესკოს, შოთა ხაბარელს გაუუქმოს დამკვირვებლის სტატუსი" - განაცხადეს ორგანიზაციაში 14:00-ზე გამართულ ბრიფინგზე.

კომენტარები