არჩევნები 2018

აქტივობა 15:00 საათისთვის - II ტური - 38.8%; I ტური - 30.98%

ცესკო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 38.8%-ია. 

ეს ნიშნავს, რომ ამ დროისთვის ხმა 1 363 493 ამომრჩეველმა მისცა. 

ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურში - 50.1 %

ყველაზე დაბალი წალკაში - 30.3%

საპრეზიდენტო არჩევნების 1-ლ ტურში იმავე დროს აქტივობა 30.98% იყო - 1 085 730 ამომრჩეველი. 

დღეს საქართველო მე-5 პრეზიდენტს ირჩევს. ეს ბოლო შემთხვევაა, როცა პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ხალხის მიერ აირჩევა. ახალი კონსტიტუციით, რომელიც მას შემდეგ ამოქმედდება, რაც მე-5 პრეზიდენტი ფიცს დადებს, პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 

კომენტარები