არჩევნები 2018

უდუმაშვილი: ოცნების წარმომადგენლები ფულს პირდაპირ საარჩევნო უბნებზე არიგებენ

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბში არჩევნების მიმდინარეობის პროცესში გამოკვეთილ დარღვევებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა. ზაალ უდუმაშვილის ინფორმაციით, ამომრჩევლები ბიულეტენს პირდაპირ სარეგისტრაციო მაგიდაზე ხაზავენ კაბინაში შესვლის გარეშე და ასევე ქართული ოცნების წარმომადგნელები ამომრჩევლებს ფულს პირდაპირ საარჩევნო უბნებზე ურიგებენ.

"დიდუბის მე-11 უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენელი დგას საარჩევნო უბანზე და აღრიცხავს ყველა მისულ მხარდამჭერს და იწერს მათ სახელებს და გვარებს, მას ამაში ეხმარება უბნის კომისიის წევრი.

გორში ჩვენმა წარმომადგენლებმა მოიპოვეს ქართული ოცნების სიები, ამ სიებში აღნიშნულია სახელები და გვარები პირადი ნომრები  და ტელეფონის ნომრები ასევე კონკრეტული თანხები 20-30-50 ლარი. ყველა ადამიანზე გაცემული თანხხა არის დაფიქსირებული.

აბაშაში ქართული ოცნების დეპუტატი ლეონტი ნადარეიშვილი პირდაპირ მიჰყვება ამომრჩეველს კაბინაში  და არც ერიდება კამერებს, აკონტროლებს რა არჩევანს აკეთებს ამომრჩეველი. სასწრაფოდ ვითხოვთ ცესკოსგან რეაგირებას, ეს ასევე არის სისხლის სამართლის დანაშაული.

ვაკის 51-ე უბანზე დაფიქსირდა ასევე ოცნების წარმომადგენლების მზრიდან ფულის დარიგების შემთხვევები. ვაკის მე-11 უბანზე პირდაპირ გახსნილია ქართული ოცნების შტაბი, გვერდით ოთახში სადაც აქვთ სიები. როცა შევიდა ჩვენი დამკვირვებელი და გამოიტანა სიები ამის შემდეგ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყყოფა, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

თიანეთი, ზემო არტანი ფარულობის უხეში დარღვევა, პირდაპირ რეგისტრაციის მაგიდაზე ხაზავენ ადამიანები ბიულეტენს. რეგისტრატორი და კომისიის წვრეიც ანალოგიურად იქცევა.

ბოლნისის რაიონში პარლამენტარ გოგი მიშველიანის ძმა გოჩა მიშველიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს წევრს სამირა ისმაილოვას. პოლიციამ რეაგირება არ მოახდინა." - ამბობს ზაალ უდუმაშვილი.

კომენტარები