არჩევნები 2018

ცესკო: ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 19.6%-ია, 1-ლ ტურში - 15.95%-იყო

ცესკო

ცესკოს ინფორმაციით, დღეს ამომრჩეველთა აქტივობა 12:00 საათისთვის 19.6%-ია. 

ეს 688 551 ამომრჩეველია.

პირველ ტურში ამავე დროს, 12:00 საათზე ამომრჩეველთა აქტივობა 15.95%-იყო - 558 755 ამომრჩეველი. 

ყველაზე მაღალი აქტივობა ამბროლაურის ოქლშია - 25%;

ყველაზე დაბალი აქტივობა წალკა - 12.2%;

2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე იმავე დროისთვის, 12:00 საათისთვის აქტივობა 17.15% იყო - 606,710 ადამიანი. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმავე დროისთვის - 16.5% - 567,699 ადამიანი. 

საქართველო დღეს პრეზიდენტს გამონაკლისის სახით, 6 წლის ვადით ირჩევს. ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც პირდაპირი ხმის მიცემის წესით ტარდება. 2024 წლიდან პრეზიდენტს არა ხალხი, არამედ 300 ადამიანისგან შემდგარი საარჩევნო კოლეგია აირჩევს. 

კომენტარები