არჩევნები 2018

კობახიძე: მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს კოორდინატორებს მობილიზაციისთვის

​პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, კოორდინატორებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ ამომრჩეველთა სიები ფოტოსურათებით. 

ირაკლი კობახიძემ მადლობა გადაუხადა ქართული ოცნების კოორდინატორებს, რომლებიც უბნებთან მუშაობენ და ამომრჩეველს აღრიცხავენ. მისი თქმით, ეს ამ ადამიანების მოვალეობაა. 

"მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს კოორდინატორებს მობილიზაციისთვის. ეს არის მათი მოვალეობა. 

ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს უფლება, აიღოს სია, მათ შორის ფოტოსურათებით, პირად ნომრებზე არ ვამბობ. 

მინდა, ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ვთხოვო, ნუ ქმნიან აგრესიულ ფონს. არ არის აგრესიული ფონი. მე ძალიან გთხოვთ ყველას, რ2-ს მინდა განსაკუთრებით ვთხოვო, ნუ ქმნიან ხელოვნურად აგრესიულ ფონს. ჩვენ უნდა მივცეთ ჩვენს ამომრჩეველს იმის საშუალება, რომ მათ ხმა მისცენ მშვიდ გარემოში. ეს არის თქვენი პასუხისმგებლობაც. 

არის უამრავი სპეკულაცია, რითიც ხელოვნურად იქმნება აგრესიული ფონი. დარღვევებზე - არის გარკვეული ინდივიდუალური შემთხვევები, თუმცა ეს არ ცვლის მთლიან სურათს. ეს ინდივიდუალური შემთხვევები ვერ ცვლის საერთო ნეგატიურ ფონს", - თქვა კობახიძემ. 

არასამთავრობო ორგანიზაციების, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლები ამბობენ, რომ მთავარი დარღვევა, რაც უბნებზე ამ დროისთვის გამოიკვეთა, ამომრჩევლის ნების კონტროლი და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაა. 

კომენტარები