არჩევნები 2018

10:00 საათისთვის არჩევნებზე 1-ლ ტურთან შედარებით 39922-ით მეტი ამომრჩეველი მივიდა

ტაბულა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, საარჩევნო უბნების გახსნიდან 2 საათში, 10:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 7.26%-ია. ეს არის 255 251 ამომრჩეველი. 

პირველ ტურზე 10 საათისთვის აქტივობა 6.8% იყო - 215 329 ამომრჩეველი, რაც პირველ ტურთან შედარებით 39 922-ით მეტია.

ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა ხელვაჩაურსა და მცხეთაში იყო - 8,9%

ყველაზე დაბალი წალკაში - 3,8%

ამომრჩეველთა აქტივობა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 10:00 საათისთვის 6.8% იყო. 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 10:00 - 8.34 % იყო. 

2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე იმავე დროს - 6.74%.

კომენტარები