არჩევნები 2018

ბოკერია: დღეს უნდა დავასრულოთ არათუ ერთპარტიული, არამედ ერთი პირის აბსოლუტური მმართველობა

მოლოდინი მაქვს, რომ დღეს უნდა იყოს მაღალი აქტიურობა. დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. დღეს არ წყდება იმის ბედი, ვინ გახდება პერსონალურად პრეზიდენტი, თუმცა ესეც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. დღეს ჩვენ უნდა დავასრულოთ არათუ ერთპარტიული, არამედ ერთი პიროვნების, ოლიგარქის აბსოლუტური მმართველობა ქვეყანაში. დღეს არ უნდა დავუშვათ, რომ ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს პირი, რომლის შეხედულებებიც პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას და მომავალს. დღეს არ უნდა დავუშვათ ის, რომ ასე ცინიკურად და უტიფრად შეეძლოს ამ ერთ კაცს, ოლიგარქს, ივანიშვილს და მის გუნდს თქმა, რომ როგორც ჩვენ გვინდა ისე იქნება, ხალხის და მოქალაქეების ნების საწინააღმდეგოდ. ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის. ეს არის დასაწყისი, მაგრამ მნიშვნელოვანი დასაწყისი და ამიტომ ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდეს არჩევნებზე და და მისცეს ხმა ამ ყველაფრის დასრულებას.

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

კომენტარები