არჩევნები 2018

დავით ბაქრაძე: გაყალბების საუკეთესო წამალი გახლავთ ხალხის მოსვლა არჩევნებზე

ხმა მივეცი, პირველ რიგში, ცვლილებებს, იმიტომ, რომ არჩევნების პირველ ტურში ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან ნათლად აჩვენა, რომ ქვეყანას სჭირდება ცვლილებები, ხალხს სჭირდება ცვლილებები. საზოგადოებას აღარ უნდა დღევანდელი ცხოვრება, როდესაც გარშემო არის უამრავი პრობლემა და არ არსებობს ამ პრობლემის მომგვარებელი. ამიტომ პირველი ტურის მთავარი შედეგი და დასკვნა გახლაავთ სწორედ ის, რომ საზოგადოება და ქვეყანა არჩევნებიდან ელოდება ცვლილებებს, ელოდება წინსვლას, ელოდება უკეთესობას. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, რომ არჩევნების მეორე ტურში ბოლომდე მივიყვანოთ საზოგადოების ეს განწყობა და სწორედ აქედან გამომდინარეობდა ჩემი არჩევანიც, მხარი დავუჭირე ცვლილებებს, მხარი დავუჭირე ქვეყნის წინსვლას, ჩვენი ხალხის და ჩვენი საზოგადოების უკეთეს მომავალს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამომრჩეველი მოვა და მისცემს ხმას, მისცემს ხმას არა იმიტომ, რომ რომელიმე კანდიდატმა გაიმარჯვოს, არამედ მისცემს ხმას მის საკუთარ მომავალს და მისცემს ხმას იმას, რომ ჩვენ ყველამ ერთად ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, გაყალბება ვერ მოხდება იმიტომ, რომ გაყალბების საუკეთესო წამალი გახლავთ ხალხის მოსვლა არჩევნებზე და მათი პოზიციის დაფიქსირება. ამიტომ, მე იმედი მაქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა, ბევრი ადამიანი გააკეთებს არჩევანს თუ როგორი უნდა იყოს მათი, ჩვენი, ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღე და თითოეული არჩევნებზე მოსული ადამიანი ეს გახლავთ წამალი და ნაბიჯი გაყალბების წინააღმდეგ.

პარტია "ევროპული საქართველოს" ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

კომენტარები