არჩევნები 2018

სააკაშვილი: ჩვენ შესაძლოა ერთი დღე გვაშორებდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვიდან

რონალდ რეიგანმა თქვა, რომ ამერიკა ყოველთვის ერთი თაობის იქით არის თავისუფლების დაკარგვამდე, საქართველო არის ერთი არჩევნების, ერთი დღის იქით თავისუფლების და დამოუკიდებლობის შესაძლო დაკარგვის საფრთხიდან. ამ საფრთხის შეჩერება ახლა თითოეული ქართველის ვალია.

ჩვენ, შესაძლოა, ერთი დღე და ერთი არჩევნები გვაშორებდეს საქართველოს დამოუკიდებლობის დაკარგვიდან, ამიტომ ჩვენ უბრალოდ ვალდებულნი ვართ ხვალ გავიმარჯვოთ, საქართველოს გადასარჩენად და ჩვენი შვილებისთვის თავისუფლების შესანარჩუნებლად.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვა საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.

კომენტარები