ლარი დოლართან 0.95 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან - 0.31 თეთრით გამყარდა. ეროვნული ბანკის მონაცემებით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური კურსი 2.6680 ლარია, ერთი ევროსი - 3.0316 ლარი.
გარდა ამისა, საქართველოს ეროვნული ვალუტა გაუფასურდა თურქულ ლირასთან, ხოლო გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან.
ლარმა განსაკუთრებული ტემპით გაუფასურება დაახლოებით თვენახევრის წინ დაიწყო. ამ დროის მანძილზე, საქართველოს ეროვნულ ბანკს ლარის გასამყარებლად ინტერვენციები არ განუხორციელებია. პირიქით, სებ-მა 9 და 16 ნოემბერს 10-10 მილიონი დოლარი შეისყიდა. ამ მასშტაბის ინტერვენციების მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ვალუტა რამდენჯერმე გამყარდა, თუმცა, ბოლო პერიოდში, ლარს კვლავ გაუფასურების ტენდენცია აქვს.





