ფემიციდი

გაეროს კვლევა: სახლი არის ადგილი, სადაც ქალის მოკვლის შანსი ყველაზე დიდია

www.gwf-online.org

UNODC-ის ახალი კვლევის მიხედვით, 2017 წელს, ყოველ დღე მსოფლიოს მასშტაბით საშუალოდ 137 ქალი მოკლეს პარტნიორებმა ან ოჯახის წევრებმა.

მკვლევარების თქმით, “6 რეგიონიდან ოთხში, სახლი ის ადგილია ქალისთვის, სადაც ყველაზე დიდია მისი მოკვლის შანსი”.

2017 წელს მოკლული 87,000 ქალიდან ნახევარზე მეტი მისთვის ყველაზე ახლო ადამიანის ხელით მოკვდა. აქედან 30,000 პარტნიორმა მოკლა, ხოლო 20,000 ნათესავმა.

2012 წელს პარტნიორების/ოჯახის წევრების მიერ მოკლულ ქალთა რაოდენობა 48,000 იყო, რაც ნიშნავს, რომ 2017 წელს რაოდენობა გაიზარდა.

2017 წელს ოჯახის წევრის/ პარტნიორის მიერ მოკლული 50,000 ქალიდან 20,000 აზიაში მოკლეს, 19,000 აფრიკაში, 8,000 ამერიკა, 3,000 ევროპა და 300 ოკეანეთი. მიუხედავად ამისა, ყოველ 100,000 მოსახლეზე 3,1 ამ ნიშნით მოკლული ქალით აფრიკა ის რეგიონია, სადაც ქალები ყველაზე დიდი საფრთხის ქვეშ არიან.

რეგიონები, სადაც 2017 წელს ყველაზე მეტი ქალი მოკლა პარტნიორმა აზია და აფრიკაა - ორივეგან 11,000. შემდეგ მოდის ამერიკა - 6,000, ევროპა - 2,000, ოკეანეთი - 2,000.

2017 წელს, მკვლელობების მსოფლიო რაოდენობა განისაზღვრა, როგორც ყოველი 100,000 ქალიდან 2.3 - ოჯახის წევრის მიერ მკვლელობა - 1,3 და პარტნიორის მიერ - 0.8.

მიუხედავად იმისა, რომ მოკლული მამაკაცების რაოდენობა 4-ჯერ აჭარბებს მოკლული ქალების რაოდენობას, ოჯახის წევრის/პარტნიორის მიერ განხორციელებული მკვლელობების მსხვერპლები გენდერული ნიშნით ასე გადანაწილდნენ - მამაკაცები 36%, ხოლო ქალები 64%. ასევე დიდია პარტნიორების მიერ მოკლული ქალების რაოდენობა მამაკაცებთან შედარებით - ქალები - 82%, მამაკაცები - 18%.

კვლევის მიხედვით, ფემიციდის მსხვერპლები მოკლულები არიან არა მხოლოდ ყოფილი, თუ ახლანდელი პარტნიორების მიერ, არამედ მამების, ძმების, დედების, დების და ოჯახის სხვა წევრების მიერ იმიტომ, რომ მათი სტატუსია - ქალი. პარტნიორების მიერ ჩადენილი მკვლელობა ხშირად არ არის სპონტანური აქტი, არამედ “უპირატეს სქესთან” დაკავშირებული ძალადობა. ეჭვიანობისა და მიტოვების შიში მოტივებს შორის ყველაზე ხშირია.

კომენტარები