და ვინ გითხრათ, რომ ლაზიკა არ არის პოლიტიკური პროცესი? ლაზიკა იქნება პოლიტიკური პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ, რომ ლაზიკა იქნება ყველაზე წარმატებული პროექტი საქართველოში, ეს იქნება, რაც დაუბრუნებს საქართველოს იმედს, იმიტომ, რომ ლაზიკაში იქნება ინგლისური სამართალი, ეს ჩვენი კონსტიტუციით იყო ადრე გათვალისწინებული, ამათ შეცვალეს და ჩვენ, იმედია, ამას დავაბრუნებთ, იქნება სრული დაცულობა ყველა უფლებების, იქნება სამართალი და სამართლიანობა, იქნება ძალიან დიდი ეკონომიკური ინვესტიციები, აქ იქნება მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილები და, რა თქმა უნდა, მე ვაპირებ ყველაფერ ამას დავუკავშირო ჩემი სახელი, ეს არის ჩემი ქვეყნის წარმატება, გითხრათ, რომ არა მაქვს ამის ამბიცია, ეს ტყუილია. მე ვარ ამბიციური ადამიანი, რა თქმა უნდა
tbl.ge/3ak7
დაკოპირდა
ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი TV პირველის ეთერში, კითხვაზე - "ძნელი დასაჯერებელია, როცა ამბობთ, რომ თუ თქვენი გუნდი დაბრუნდება ხელისუფლებაში, თქვენ იქნებით მხოლოდ ლაზიკის ეკონომიკური ზონის მმართველი და სხვა პოლიტიკურ პროცესში არ მიიღებთ მონაწილეობას".
ამავე თემაზე
- ელისაშვილი შავგულიძეზე: ჩვენ არ გვყავს ყმები, რომ ვუთხრათ, ჰაიტ, ამას მიეცით ხმა
- კახაძე: იმედია, მეორე ტურისთვის ჩვენ უფრო ორგანიზებულად დავირაზმებით
- სტოლტენბერგი არჩევნებზე: ძალიან გვსურს, გაძლიერდეს თქვენი დემოკრატიული ინსტიტუტები
- პრეზიდენტი: II ტურის წინ ენმ-ის წინააღმდეგ კამპანიას არც ვეთანხმებოდი, არც ვეწინააღმდეგებოდი
- მალმსტრომი: პასუხი უნდა გაეცეს საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოვლენილ ხარვეზებს