სოლიდარობა უკრაინას

დღეს 19:00 საათზე უკრაინის საელჩოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართება

რუსეთი ოკუპანტია • Russia Is An Occupier

დღეს, 19:00 საათზე, უკრაინის საელჩოსთან სამოქალაქო მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტია" უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ აქციას მართავს. აქციის მიზანია დაგმოს რუსული აგრესია და მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი რეაქცია მისცეს რუსეთის ამ ძალადობრივ ქმედებას.

"დღეს, 19:00 სთ-ზე, უკრაინის საელჩოსთან სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტია“ მართავს უკრაინელი ხალხის მხარდამჭერ აქციას, რომლის მიზანია დაგმოს რუსული აგრესია და მოუწოდოს საერთაშორისო თანამეგობრობას, შესაბამისი რეაქცია მისცეს რუსეთის ამ ძალადობრივ ქმედებას. 

ამ აქციით სამოქალაქო მოძრაობას სურს, კიდევ ერთხელ, დააფიქსიროს პოზიცია, რომ "რუსეთი ოკუპანტია", - ამბობენ ორგანიზაციაში.

შეგახსენებთ, რომ ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამ სამხედრო კატერს ცეცხლი გაუხსნეს და ხომალდები დაატყვევეს. კიევის ცნობით დაჭრილია ექვსი უკრაინელი სამხედრო.

კიევი აცხადებს, რომ ორი ბრონირებული კატერი და ბუქსირი ოდესიდან მარიუპოლში მიცურავენ, რის შესახებაც რუსები ინფორმირებული იყვნენ. მოსკოვი ამტკიცებს, რომ უკრაინელებმა საზღვარი დაარღვიეს.

კომენტარები