სოლიდარობა უკრაინას

რიჩარდ ბრენსონი - ბიზნესლიდერი უკრაინის მხარდასაჭერად

რიჩარდ ბრენსონი
ფილ მაკკარტენი / Reuters

17 მარტს, საქართველოს დროით საღამოს ათი საათისთვის, რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნდა განცხადება იმის შესახებ, რომ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ყირიმის სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარების შესახებ.

ოფიციალური მოსკოვის ამ ქმედებაზე მილიარდელი, ვირჯინის დამფუძნებელი, რიჩარდ ბრენსონი სპეციალურ განცხადებას აკეთებს და მოუწოდებს ბიზნესლიდერებს სოლიდარობა გამოუცხადონ უკრაინას.

ვირჯინის ოფიციალურ ვებგვერდზე ბრენსონი დადებითად აფასებს ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების პირველ ნაბიჯებს (სანქციების რაუნდი) რუსეთის აგრესიული ქმედების აღსაკვეთად, თუმცა მოსაზრებას გამოთქვამს, რომ დემოკრატიის და უკრაინის სუვერენიტეტის დასაცავად გასაკეთებლი კიდევ ბევრია.

„პოლიტიკოსების გარდა, ბიზნესლიდერებიც მხარში უნდა დაუდგნენ უკრაინას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ენერგოდამოუკიდებლობის საკითხი. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავერთოთ ალტერნატიულ, სუფთა საწვავზე, რადგან ყირიმის მოვლენებზე პოლიტიკურმა რეაქციამ ცხადი გახადა რამდენად ვართ დამოკიდებული რუსეთზე, როდესაც საქმე საწვავს ეხება. ჩვენ უნდა მივისწრაფოდეთ იმისკენ, რომ მომავლის ევროპამ შეძლოს ალტერნატიული საწვავის  მიღება სხვა ქვეყნებიდან, მათ შორის ამერიკიდან, და არ იყოს დამოკიდებული რუსეთზე“.

63 წლის ბრიტანელი, რიჩრდ ბრენსონი საუკუნის ერთერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმოაზროვნეა. მისი ქონება 5 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

 

კომენტარები