ზურაბიშვილი: ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები, ეს ქვეყანა ამის ღირსია

[ყალბი პირადობების დამზადების საქმე] ეს არის გამოძიების და პროკურატურის საქმე, რომელმაც უნდა გამოიძიოს უთუოდ. ჩემი სამომავლო იმედი რჩება, რომ ეს ქვეყანა გამოვიდეს ამ რაღაცა ერთმანეთისადმი ბრალდებებიდან, რომ აყალბებ, ვაყალბებ, აყალბებთ და ა.შ. ჩავატაროთ ნორმალური არჩევნები. ეს ქვეყანა ამის ღირსია, ამისთვის მზად არის და მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს არჩევნები უკვე პროგრესია, მაგრამ შემდეგი არჩევნები იქნება ნამდვილი, ნორმალური ევროპული ყაიდის არჩევნები

სალომე სურაბიშვილი ყალბი პირადობების შესაძლო დამზადების შესახებ. არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა რამდენიმე დღის წინ თქვეს, რომ მათ წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ მეორე ტურისთვის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ყალბი პირადობის მოწმობები საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ გასაყალბებლად იბეჭდება. ზურაბიშვილის ამ კომნეტარს სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს.

კომენტარები