სუმო

ტოჩინოშინმა კიუშუ ბაშოზე დადებითი ბალანსი დააფიქსირა (VIDEO)

ქართული სუმოს ქომაგები

კიუშუ ბაშოს ბოლოსწინა საშეჯიბრო დღეს, ლევან გორგაძემ სეკივაკე მიტაკეუმი დაამარცხა და ტურნირზე დადებითი ბალანსი გაინაღდა. ტოჩინოშინმა მეტოქეს საკმაოდ იოლად მოუგო.

ქართველმა ოძეკმა 8 მოგებითა და 6 წაგებით კაჩი-კოში (დადებითი ბალანსი) დააფიქსირა. ტურნირის ბოლო ორთაბრძლაში, ტოჩინოშინი მაეგაშირა შოჰოზანს დაუპირისპირდება.

ლევან გორგაძეს შოჰოზანთან ბალანსი 15:4-ზე აქვს.

კომენტარები