ენმ-ის შტაბის უფროსზე თავდასხმა

ბეჟაშვილი: ონში ენმ-ის შტაბის უფროსზე თავდასხმა პოლიტიკური ხასიათის არის

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ბეჟაშვილის თქმით, ონში ენმ-ის შტაბის უფროსზე ნოდარ ბურდილაძეზე თავდასხმაში მონაწილეები ქართულ ოცნებასთან არიან აფილირებული, ამიტომ თავდასხმას, მოტივის მიუხედავად, პოლიტიკური ხასიათის არის.

"ჩვენი ონის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის წინააღმდეგ მომხდარ კრიმინალურ აქტში მონაწილეობას იღებდა ორი ადამიანი. დადასტურებულია რომ ამ ადამიანს ჭრილობა რამდენიმე სახის იარაღიდან ჰქონდა მიყენებული. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ორზე მეტი ადამიანი ღებულობდა თავდასხმაში მონაწილეობას. ასევე დადგენილია, რომ ეს ორი კრიმინალი თავდამსხმელი აფილირებულია და კავშირშია ქართულ ოცნებასთან. შესაბამისად, ეს იყო პირადი მოტივი თუ ეს იყო სხვა დანაშაულებრივი მიზნის განხორციელება, უკვე მეორეხარისხოვანია. ფაქტია, რომ ეს ადამიანები რაიონში ასოცირდებიან ქართულ ოცნებასთან. შესაბამისად, პოლიტიკური ოპონენტის წინააღმდეგ მათ მიერ ჩადენილი დანაშაული, რა მოტივითაც არ უნდა იყოს ჩადენილი, უკვე არის პოლიტიკური ხასიათის." - ამბობს ბეჟაშვილი.

გრიგოლ ვაშაძის ონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ნოდარ ბურდილაძე 22 ნოემბერს დაჭრეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 მუხლით დაიწყო. შსს-ს მომხდარზე ერთი რიპი დააკავა და პატიმრობა შეეფარდა. წარდგენილი ბრალდების დადასტურების შემთხვევაში დაკავებულ კ.ი.-ს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ბურდილაძეზე თავდასხმა "ყოფითი დაპირისპირებაა" და პოლიტიკასთან და ქართულ ოცნებასთან საერთო არ აქვს. 

კომენტარები