ამაღამ და ხვალ, სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების მიზეზით, თბილისის რამდენიმე ქუჩას ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.
ისნის რაიონი
03 საათიდან 06 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საინგილოს, ბეთანიის, ბზიფის, მარტყოფის და ერისთავის ქუჩების მაცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
12 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის III მასივის ზემო პლატოს მაცხოვრებლებს.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.





