არჩევნები 2018

"არა ნაციზმს": 23 ნოემბერს, დიდუბის ეკლესიასთან ბუტა რობაქიძის მემორიალი გაიხსნება

პირველი არხი

სახალხო მოძრაობის "არა ნაციზმს" დამფუძნებლების თქმით, ხვალ, 23 ნოემბერს, ბუტა რობაქიძის მკვლელობის ადგილას, დიდუბის ეკლესიასთან მემორიალი გაიხსნება. მათი განცხადებით, მემორიალი "წინა ხელისუფლების დროს დახვრეტილი ბიჭების მოსახსენიებელი იქნება". 

მემორიალი ხვალ, 15:00 საათზე გაიხსნება. 

19 წლის ამირან (ბუტა) რობაქიძე 2004 წლის 24 ნოემბერს თბილისში, წერეთლის გამზირზე, დიდუბის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეცოპერაციის დროს მოკლეს. გამოძიების მაშინდელი ვერსიით, რობაქიძეს სამართალდამცავებმა ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის დაკავებისას ესროლეს. პატრულს, რომლის გასროლილმა ტყვიამაც იმსხვერპლა რობაქიძე, გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობისთვის 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.

გამოძიება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განახლდა და შსს-ს რამდენიმე მაღალჩინოსანს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის წარედგინა ბრალი.

კომენტარები