ამინდის პროგნოზი

როგორი ამინდი იქნება 27 ნოემბრამდე - გარემოს ეროვნული სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 22 ნოემბერს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე შენარჩუნდება ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +12, +17, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +8, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება.

23 ნოემბერს დროგამოშვებით იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, დღისით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +10, +15 გრადუსია მოსალოდნელი. 

24 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და ტემპერატურა 2 გრადუსით მოიმატებს, აღმოსავლეთ საქართველოში კი - ზოგან იწვიმებს, მაღალ მთაში მოთოვს, ტემპერატურა +5, +10 გრადუსამდე დაიკლებს.

25-26 ნოემბერს მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი.

თბილისში 22 ნოემბერს, 23 ნოემბერს დილის საათებში და 24 ნოემბერს დღისით მოსალოდნელია წვიმა, ხოლო 25-26 ნოემბერს უნალექო ამინდს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა 22-23 და 25-26 ნოემბერს +11, +13, ხოლო 24 ნოემბერს +7, +9 გრადუსი იქნება.

კომენტარები